მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის კონსილიუმი მასთან შესახვედრად მზად არის, ამიტომ, სააკაშვილი მიმართავს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიან, რომ ამ პროცესს ხელი შეუწყოს.
„ბოლო დღეებში ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ გაუარესდა. როდესაც შევხვდი სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შევთანხმდით, რომ მის ოფისთან არსებული უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებით დაკომპლექტებული კონსილიუმი გააგრძელებდა მუშაობას. უკვე რამდენიმე დღეა ვითხოვ კონსილიუმის შემოსვლას, რამდენადაც ვიცი, ისინი მზად არიან.
ვთხოვ სახალხო დამცველს ხელი შეუწყოს ამ პროცესს, მით უფრო, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ექიმებს მთავრობა ჯიუტად არ უშვებს ქვეყანაში, ეს კონსილიუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“- წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“.