დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა. ანგარიშში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობის პროცესია წარმოდგენილი. დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ ასრულებს ჩვენი ქვეყანა რეკომენდაციებს.