დიდი ბრიტანეთის პრესტიჟულმა რადიომ – Classic FM, პიანისტი გიორგი გიგაშვილი 30 საუკეთესო მუსიკოსს შორის დაასახელა.
„გიორგი გიგაშვილი რუბინშტეინის საერთაშორისო კონკურსის ფინალისტია…იცით ეს რას ნიშნავს? დედამიწაზე ყველაზე პრესტიჟული კონკურსის ლაურეატი გახდა” – ნიკოლოზ რაჭველი
Classic FM-ის ამომავალი ვარსკვლავების რეიტინგში, -„2023 წლის 30 სენსაციური მუსიკოსი“ – ქართველი პიანისტი მე-14 ადგილს იკავებს.
ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება გიორგი გიგაშვილიც:
„Classic FM-ის 30 მუსიკოსს შორის დავსახელდი“, – წერს პიანისტი.
Classic FM-ის სტატიაში კი გიორგი გიგაშვილის შესახებ წერია:
„გიორგი გიგაშვილი ამბობს, რომ როდესაც ფორტეპიანოზე დაკვრა დაიწყო, სწავლის დასაწყისში, არასდროს უფიქრია, რომ პროფესიონალი პიანისტი გამხდარიყო.
მიუხედავად ამისა, ერთ-ერთ ქართულ მუსიკალურ პროექტში გამარჯვების შემდეგ, გიორგი გიგაშვილმა პირველი პრიზი მოიპოვა ვიგოს პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე“, – წერს Classic FM.
ცნობისათვის, გუშინ გიორგი გიგაშვილი რუბინშტეინის საერთაშორისო კონკურსის ფინალისტი გახდა.