დასაქმების ვებგვერდ jobs.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა 20.4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია ნათქვამი. კერძოდ, 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით, 39 565 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 20.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
კვლევის თანახმად, 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიური ზრდის ტემპმა-1.5% შეადგინა.
ამასთან, 2023 წლის თებერვალში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 3.5%-ით ნაკლებია 2023 წლის იანვარში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.