არასამთავრობო ორგანიზაციამ Amnesty International-მა 2022 წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. როგორც ორგანიზაცია წერს, 2022 წელს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კიდევ უფრო შეიზღუდა. გაძლიერდა ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიმართ პოლიტიკური სარჩულით დევნა და შერჩევითი სამართალი.