სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს თევზმომშენებელთა ასოციაციის წარმომადგენლებსა და ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე აკვაკულტურის სექტორში არსებულ სიახლეებსა და თევზის წარმოების საკითხებზე იმსჯელეს. ასევე დეტალურად განიხილეს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში არსებული კვლევის, მათ შორის, თევზის დაავადებების კვლევის მეთოდები.