ცნობილი გახდა შემადგენლობა, რომლითაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით თურქეთის ქალაქ ანტალიაში დაგეგმილ გრან სლემზე წარსდგება. წინასწარ განაცხადში 7 ქართველი ძიუდოისტი, 6 კაცი და 1 ქალი ფიგურირებს.
თურქეთში ტატამიზე ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.), ლუკა კაპანაძე (73 კგ.), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი (ორივე – 90 კგ.), ომარ საური (100 კგ.), ლევან მატიაშვილი (+100 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+100 კგ.) გავლენ.
ცნობისთვის, ანტალიაში შარშან გამართულ გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილის მფლობელი გახდა.ტურნირის ჩემპიონები გიორგი ტერაშვილი და გურამ თუშიშვილი გახდნენ, ვერცხლის მედლებს კი ჩხვიმიანი და ლუკა მაისურაძე დაეუფლნენ. შარშანდელი მედალოსნებიდან წელს განაცხადში მხოლოდ ლუხუმ ჩხვიმიანი ფიგურირებს.