ფეხბურთი | საფრანგეთმა პავარის გოლით ირლანდია დაამარცხა - Palitra News

ფეხბურთი | საფრანგეთმა პავარის გოლით ირლანდია დაამარცხა

2023-03-28 09:59:05+04:00

ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის B ჯგუფში მეორე ტურის თამაშები გაიმართა. საფრანგეთის ნაკრები, რომელმაც სტარტზე ნიდერლანდები 4:0 გაანადგურა, დუბლინში ირლანდიას ესტუმრა და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა.

უგოლო ტაიმის შემდეგ, 50-ე წუთზე ბენჟამენ პავარმა მცველის პასი ჩაჭრა და შორი მანძილიდან გახსნა ანგარიში. საბოლოოდ, სამფეროვნებმა სწორედ ამ გოლის წყალობით გაიმარჯვეს და ახლა ჯგუფს 6 ქულით ლიდერობენ. 16 ივნისს საფრანგეთი გიბრალტარს ესტუმრება.