გაერო-მ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებთან დაკავშირებით რუსეთის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. რეზოლუცია „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას ითვალისწინებდა.
რუსეთის მიერ შეთავაზებულ რეზოლუციას მხარი მხოლოდ სამმა ქვეყანამ დაუჭირა, 12-მა კი თავი შეიკავა. მის მისაღებად სულ მცირე ცხრა ხმა იყო საჭირო. რეზოლუციას მხარი რუსეთმა, ჩინეთმა და ბრაზილიამ დაუჭირეს.
ალბანეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ, გაბონმა, განამ, მალტამ, მოზამბიკმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, აშშ-მა, საფრანგეთმა, შვეიცარიამ, ეკვადორმა და იაპონიამ თავი შეიკავეს.
რეზოლუციის თანაავტორები ბელარუსი, ვენესუელა, ჩრდილოეთი კორეა, ნიკარაგუა, სირია და ერითრეა იყვნენ. თუმცა ისინი უშიშროების საბჭოს წევრები არ არიან და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.