უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ დნიპროში სამხედრო მეთაურებთან თათბირი ჩააატარა. მისი თქმით, ეს პირველი გასვლითი შეხვედრაა, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქში ჩატარდა.
ზელენსკის განცხადებით, ოპერატიული მიმართულებების მეთაურებმა მას ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ზელენსკიმ დაზვერვის მებრძოლებს ბახმუტში შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.