მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეიქბუკში“ გავრცელებული განცხადებით გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ის სამედიცინო მომსახურებაზე - ექიმებსა და კონსილიუმზე უარს ამბობს. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ის კლინიკის ენდოკრინოლოგთან „ჩვეულებრივად“ მუშაობს და ექიმს მასთან პრეტენზიები არ აქვს.
გარდა ამისა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შესახებ მისი მკურნალობის პროცესში ჩართულმა ენდოკრინოლოგმა, სოფო მებუკემ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე ისაუბრა - მისი თქმით, შეუქცევად პროცესებთან თამაშის რისკი ძალიან სავალალო იქნება და "ორგანიზმს გააჩნია თავისი რესურსი".