საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას ნორვეგიის წინააღმდეგ ბათუმში გამართავს. მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ნაკრების კაპიტანმა პრესკონფერენცია გამართეს. სანიოლის განცხადებით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა კარგად იციან, რომ რთული შეხვედრა ელით, მაგრამ ისინი ამ ყველაფრისთვის მზად არიან. საქართველოს ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში ბათუმში გამართა.