ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სასამართლო სისტემის რეფორმა, ფართო კონსენსუსის მიღწევის სურვილის გამო, გადადო. ამის შესახებ ისრაელის მთავრობის მეთაურმა მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა.
ნეთანიაჰუს თქმით, მან დაძაბულობის შესახებ იცის და ხალხს უსმენს.
“ქვეყანაში განხეთქილების თავიდან აცილების სურვილიდან გამომდინარე, გადავწყვიტე მეორე და მესამე მოსმენის გადადება, რათა მივაღწიოთ ფართო კონსენსუსს”, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, მისი მთავრობა არასოდეს დაუშვებს სამოქალაქო ომს. ამასთან, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი კრიზისის წინაშე დგას, რომელიც „რეალური საფრთხეა ისრაელელების ეროვნული ერთიანობისთვის“.
„ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გამო, გადავწყვიტე გადავადო კენჭისყრა, რათა დრო დავუთმო დისკუსიებს“, - დასძინა ისრაელის პრემიერმა.