საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ხვალ ბათუმში ევროპის საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას ნორვეგიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ნაკრების კაპიტანმა პრესკონფერენცია გამართეს - სანიოლის განცხადებით საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა კარგად იციან, რა სირთულის შეხვედრა ელით წინ, მაგრამ ისინი ამ ყველაფრისთვის მზად არიან. საქართველოს ნაკრებმა მატჩის წინა ვარჯიში ბათუმში გამართა.