მარკ ცუკერბერგი სოციალურ ქსელის მომხმარებლებს სასიამოვნო სიახლის შესახებ ატყობინებს.
როგორც Facebook-ის დამფუძნებელი წერს, მესამე შვილის მამა გახდა.
მარკ ცუკერბერგმა და პრისცილა ჩანმა პატარას აურელია დაარქვეს.
„კეთილი იყოს შენი მობრძანება მსოფლიოში, აურელია ჩან ცუკერბერგ! დალოცვილი იყავი“, - წერს ცუკერბერგი.