კრეატიულმა სააგენტო BBDO Dublin-მა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეორგოლი გამოუშვა — ის უსახლკარო ადამიანზე გვიამბობს, რომელიც განზოგადებულ სახეს წარმოადგენს პრობლემებისა, რომლებსაც ყოველდღიურად აწყდებიან ადამიანები.
უფრო კონკრეტულად, Unfair City-ის მთავარი პერსონაჟი, ჯასტინ ქენონი საკუთარ ცხოვრებაზე გვიამბობს, თუ როგორ დატოვა ირლანდია ახალგაზრდამ და წლები გაატარა ქუჩაში. მოგვიანებით კი საქველმოქმედო ორგანიზაცია დაეხმარა როგორც სახლის მოძიებაში, ისე საქველმოქმედო ორგანიზაციაში დასაქმებაში.
ვიდეორგოლის შესაქმნელად ხელოვნური ინტელექტის პროგრამები Midjourney და Disco Diffusion გამოიყენეს; ამავდროულად, პროცესში რამდენიმე არტისტიც იყო ჩართული.