ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული 9 პირის ადვოკატებმა მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის აცილება მოითხოვეს. ადვოკატის განმარტებით, ამ შუამდგომლობის მიზეზი მოსამართლის ობიექტურობასთან დაკავშირებული ეჭვია. აღნიშნულ შუამდგომლობას პროკურატურა არ დაეთანხმა და მოსამართლემაც მისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.