საქართველოს მთავრობამ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წელი სპეციალურად გამართულ ღონისძიებაზე შეაფასა. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჯანდაცვის სფეროში მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.