ილონ მასკმა Twitter-ის თანამშრომლებს კომპანიის აქციებისთვის, დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ღირებულების გრანტები შესთავაზა - Palitra News

ილონ მასკმა Twitter-ის თანამშრომლებს კომპანიის აქციებისთვის, დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ღირებულების გრანტები შესთავაზა

2023-03-27 13:08:05+04:00

ილონ მასკმა Twitter-ის თანამშრომლებს კომპანიის აქციებისთვის, დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ღირებულების გრანტები შესთავაზა. ამის შესახებ The Information წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ მასკმა Twitter-ი $44 მილიარდად შეიძინა. სოციალური ქსელის ღირებულება, შეძენის შემდეგ, მისი მფლობელის თქმით, დაახლოებით 2,5-ჯერ დაეცა, მაგრამ მაინც ბევრად აღემატება Twitter-ის კონკურენტების საჯარო საბაზრო შეფასებას.

მასკი ვარაუდობს, რომ Twitter-ის შემოსავალი ამ წელს $3 მილიარდზე ნაკლები იქნება და ბიზნესის სავარაუდო ღირებულება $33 მილიარდს შეადგენს.

Twitter-სა და Musk-ს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.