ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც უკრაინაში მიმდინარე ომსა და ვლადიმერ პუტინის პოზიციაზეა საუბარი.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში სრული გამარჯვების მოსაპოვებლად მცდელობებს აგრძელებს და დასავლურ დისკურსში გავრცელებულ იდეას, რომ არსებული სამხედრო რეალობა მოითხოვს ან მხარს უჭერს კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარებას უარყოფს.
ანგარიში ხაზს უსვამს საკითხსაც, რომ უკრაინის წარმატებული კონტრშეტევები აუცილებელია, თუმცა პუტინის მისაღები პირობებით მოლაპარაკებების აუცილებლობაში დასარწმუნებლად არასაკმარისია.