ისრაელის პრეზიდენტი ქვეყანაში არსებულ ახალ საპროტესტო ტალღასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და მთავრობას სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს.
ქალაქების ქუჩებში გასულ ღამეს, ათიათასობით ადამიანი მას შემდეგ გამოვიდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ყოფილი თავდაცვის მინისტრი გალანტი, მართლმსაჯულების სისტემის საკამათო რეფორმის წინააღმდეგ საჯარო განცხადებებით გამოირჩეოდა და საკუთარ უკმაყოფილებას არ ფარავდა. მისი გათავისუფლების გასაპროტესტებლად მოქალაქეები, იერუსალიმში პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს სახლის მახლობლად შეიკრიბნენ, პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის თქმით, ქვეყნის მოსახლეობასა და ეკიონომიკას დიდი საფრთხე ემუქრება რის გამოც გონივრული გადაწყვეტილების მიღებაა აუცილებელი.