"პალიტრა მედია ჰოლდინგში" შრომის უსაფრთხოების მიერ დაწესებული სტანდარტების დაცვის და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით, თანაშრომლების გადამზადება მიმდინარებს. გადამზადების პროცესი რამოდენიმე ეტაპისგან შედგება, თანამშრომლებმა უკვე გაიარეს ერგონომიკის და ელექტროობის საფუძვლები, განიხილეს სამუშაო სივრცეში არსებული შესაძლო საფრთხეები და მასზე რეაგირების გზები.
თანამშრომელთა გადამზადების ფარგლებში პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტრენინგი ჩატარდა, ტრენინგის მიზანია პირველადი გადაუდებელი დახმარების ძირითადი ელემენტებისა და ქმედებების შესწავლა, რათა ტრენინგის შემდგომ მონაწილეებმა შეძლონ შესაძლო საფრთხის შემთხვევაში სწორი რეაგირება და სასწრაფო დახმარების მოსვლამდე პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჩატარება.