ლონდონის ტოტენჰემმა ანტონიო კონტე გაათავისუფლა.
ეს ბოლო დღეებში მოსალოდნელიც იყო, მაგრამ ახლა ოფიციალურად დადასტურდა. იტალიელ სპეციალისტს თანამდებობა მას შემდეგ დაატოვებინეს, რაც კლუბში არაჯანსაღ ვითარებაზე საჯაროდ ისაუბრა.
კონტემ რამდენიმე დღის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტოტენჰემი გუნდი არ არის, ფეხბურთელები ერთმანეთისთვის არ თამაშობენ და მხოლოდ ინდივიდუალურად მოქმედებენ.იტალიელი სპეციალისტი, რომელსაც არეცოში, ბარიში, ატალანტაში, სიენაში, იუვენტუსში, იტალიის ნაკრებში, ჩელსისა და ინტერში აქვს ნამუშევარი, ტოტენჰემში 2021 წლის შემოდგომიდან მუშაობდა.
შეგახსენებთ, ტოტენჰემი პრემიერლიგაში 49 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება. ლონდონურ კლუბს სეზონის ბოლომდე კონტეს ასისტენტი, კრისტიან სტელინი უხელმძღვანელებს, რომლის თანაშემწე რაიან მეისონი იქნება.