თბილისის გრან სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს ფინალურ ბლოკში ოთხი ქართველი გადავიდა. ბექაურის და ზაალიშვილის გარდა, ტურნირი კიდევ ერთმა ქართველმა, ილია სულამანიძემ მოიგო, რომელმაც ფინალში მონღოლი მეტოქე, გონჩიგსურენ ბატჰუიაგი დაამარცხა.
90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა დაძაბულ ბრძოლაში ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ლუკა მაისურაძე დაამარცხა და კარიერაში პირველად გახდა თბილისის გრან სლემის გამარჯვებული.