თბილისში მიმდინარე გრან სლემზე მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა საქართველოს ნაკრებს აღნიშნულ ტურნირზე მესამე ოქრო მოუტანა. ქართველმა ფინალში 19 წლის თურქი მენურ ერტუგი ვაზარით დაამარცხა და თბილისის გრან სლემის ზედიზედ მესამე გათამაშება მოიგო.
თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირზე ვერცხლის მედალი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.