ტუნისთან მიგრანტების სულ მცირე ორი ნავი ჩაიძირა. შემთხვევას არსებული ინფორმაციით, 29 მიგრანტის სიცოცხლე ემსხვერპლა. დასავლური მედიის ცნობით, მიგრანტები იტალიაში ჩასასვლელად ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთას ცდილობდნენ.
მედიის ცნობითვე, ბოლო თვეების განმავლობაში ტუნისი მიგრანტებისთვის ევროპაში შესასვლელად ხელსაყრელ გზად იქცა.
ტუნისის სანაპირო დაცვის განცხადებით ისინი მიგრანტების შესაჩერებლად ზომებს იღებენ.