ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებას ოფიციალური კიევი ეხმაურება. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდნეტის, განცხადებები ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით კი, ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ განცხადების გაკეთებით პუტინი აღიარებს, რომ მას წაგების ეშინია.