„ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, წალენჯიხაში, სამ დევნილ ოჯახს საცხოვრებელი სახლები გადასცა. ოჯახები ამ დრომდე წალინჯიხაში კოლმეურნეობის შენობაში ცხოვრობდნენ, აღნიშნულ სივრცეში კი მომავალში თეატრისა და მუსიკალური ცენტრის მოწყობა იგეგმება. პარტიის ინფორმაციით, სახლები მამუკა ხაზარაძემ წალენჯიხის განვითარების ფონდთან ერთად შეისყიდა.