დედამიწის საათი 2023 - საქართველო მსოფლიო კამპანიას შეუერთდა. „დედამიწის საათის“ აღნიშვნის ფარგლებში, ერთი საათის განმავლობაში, ელექტროენერგია გამოირთო ისტორიულ და საჯარო ორგანიზაციების შენობებზე, მათ შორის საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის კანცელარიის შენობებზე. 2023 წელს, „დედამიწის საათი“ ორიენტირებულია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელებაზე ტყისა და ეკოსისტემების დაცვის მიმართულებებით. გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიას, საფუძველი 2007 წელს ჩაეყარა.