ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ქეით მიდლტონის ახალი ფოტოები გამოჩნდა, სადაც უელსის პრინცესა სამივე შვილთან ერთად არის გადაღებული. ფოტოები სავარაუდოდ, დედის დღეს არის გადაღებული და ის სამეფო ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. ოფიციალური პორტრეტისთვის 9 წლის ჯორჯი, 7 წლის შარლოტა და 4 წლის ლუი სადა სამოსში არიან გამოწყობილები. მათ შორტები და პოლოს მაისურები აცვიათ, თეთრ პერანგსა და ჯინსის შარვალში ბრწყინავს თავად ქეით მიდლტონი.
ფოტოებზე სამეფო ოჯახის წევრები პარკში თამაშის დროს არიან გადაღებულები. ოფიციალურ პორტრეტისთვის კი, ყველა მათგანი ხეზეა შემომჯდარი.