საქართველოს პარლამენტი ევროკავშირის 12 რეკომედაციაზე მუშაობას აგრძელებს. სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში საკანონმდებლო ორგანო დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის განხილვას დაუბრუნდება. ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, ევროპელი პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, ქართული ოცნება ფუნდამენტური რეფორმების გათვალისწინებას არ აპირებს, ეს კი საბოლოო შედეგზე აისახება. მმართველი პარტია კი ოპონენტებს სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობის გამო აკრიტიკებს.