თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა უკრაინის საკითხზე ისაუბრეს. თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ხელახლა გასახანგრძლივებლად, მისი პოზიტიური დამოკიდებულებისთვის მადლობა გადაუხადა. ერდოღანის თქმით, თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით, რაც შეიძლება სწრაფად დასრულებას.