დადგება დრო, როცა საქართველოსთან ერთად დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა განვსაზღვროთ ჩვენი სახელმწიფოების საზღვრები - ეს განცხადება ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა დღეს პრესკონფერენციაზე გააკეთა.მან ადგილობრივი მედიისა და რუსული საინფორმაციო სააგენტოების ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. გაგლოევმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სამხრეთ ოსეთის არჩევანი- რუსეთია.