საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტს გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს. ქართული ოცნების წევრები აცხადებენ, რომ ზურაბიშვილის გუშინდელი გზავნილები რადიკალური ოპოზიციის გეგმებთან მოდის თანხვედრაში. პრეზიდენტის მიერ ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიებას მიესალმება ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილმა მოვლენებისთვის სწორი სახელების დარქმევა დაიწყო.