ესპანეთში ხანძარმა 3 000 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი გაანადგურა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარმა განსაკუთრებით ვალენსიის რეგიონი დააზიანა, საიდანაც 1 500-ზე მეტი ადგილობრივის ევაკუაცია გახდა საჭირო. ცეცხლის ქრობას ქვეყანაში ამ დრომდე 500-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს. სამუშაოებში ჩართულია 18 ვერტმფრენი. ექსპერტების განმარტებით, წელიწადის ამ დროს ესპანეთში მასშტაბური ხანძრის გაჩენის მიზეზი ზედმეტად თბილი და უნალექო ზამთარი გახდა.