უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. ქვეყნის შეიარაღებული ძალების ცნობით, ქალაქ ბახმუტთან, რომელიც რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერილია, ვითარება შედარებით დასტაბილურდა. გენშტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსული სარაკეტო დარტყმებისა და დაბომბვის შედეგად, ქვეყანაში სულ მცირე, შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამასთან, უკრაინელმა სამხედროებმა მტრის ორი საზენიტო-სარაკეტო სისტემა, საბრძოლო მასალის საცავი, საცეცხლე პოზიციაზე განთავსებული საარტილერიო დანადგარი და ორი ელექტრონული ომის სადგური გაანადგურეს.