მუხიანში განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული 39 წლის მამაკაცი დანაშაულს აღიარებს, თუმცა განმარტავს, რომ ის თავს იცავდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულმა 64 წლის მამაკაცს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, შემდეგ ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა.