2022 წელს ევროკავშირში საქართველოს 25 935-მა მოქალაქემ ითხოვა თავშესაფარი. Eurostat-ის ინფორმაციით საქართველოს ყველაზე მეტმა მოქალაქემ თავშესაფარი საფრანგეთში ითხოვა 8 905 განაცხადით, მეორე ადგილზეა გერმანია, სადაც თავშესაფარი 7 965-მა საქართველოს მოქალაქემ ითხოვა, ხოლო მესამე ადგილს იტალია იკავებს - 3 240 პირველადი განაცხადით. ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის სტატისტიკით საქართველო მსოფლიოს ათეულშია და მეზობელი ქვეყნებიდან სომხეთს, აზერბაიჯანს და რუსეთს უსწრებს.