ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მომიტინგეების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენებით შეშფოთებულია და საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, მოქალაქეების გამოხატვის უფლებას პატივი სცეს. მისი თქმით, ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ იმის უფლება, რომ ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმა გააპროტესტონ, სახელმწიფომ კი მათ აქციის გამართვა არ უნდა აუკრძალოს.