რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავება ახლა სომხეთშიც არის შესაძლებელი. BBC-ის რუსული ბიუროს ინფორმაციით, სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს შესახებ რომის წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები კონსტიტუციურად ცნო. მანამდე აღნიშნული ვალდებულებები რატიფიცირებული იყო ქვეყნის პარლამენტის მიერ, რაც ახლა მათ დაუყოვნებლივ ძალაში შესვლას ნიშნავს. შესაბამისად, ახლა, სომხეთში ვიზიტის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ბავშვთა ომბუდსმენი მარია ლვოვა-ბელოვა ჰააგის სასამართლოს მიერ 17 მარტს გაცემული დაკავების ორდერის გამო შესაძლოა დააკავონ.