საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაცის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილსაც მოუსმინეს. მინისტრის განცხადებით, ბიჭვინთის აგარაკის, მისი მიმდებარე ტერიტორიის და საზღვაო აკვატორიის ნაწილის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემის საკითხი ცალსახად წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელებას. როგორც მან დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა ყველა ინსტრუმენტი, რათა საერთაშორისო საზოგადოება შესაბამისად ყოფილიყო ინფორმირებული და მომხდარიყო საკითხზე მკაფიო რეაგირება.დარჩიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უკანასკნელ პერიოდში რეგიონში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტების გაახლების და სატრანსპორტო დერეფნების დივერსიფიცირების მნიშვნელობა საგრძნობლად გაზარდა.