ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინის ტერიტორიაზე გრძელდება. რუსულმა ძალებმა სარაკეტო დარტყმა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე განახორციელეს, შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ორმა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა, 5 მიმართულებით აგრესორი ქვეყნის ძალების 79-ზე მეტი შეტევა მოიგერია. უკრაინის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე ოკუპანტებმა 37 საჰაერო და 4 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, მათგან 1 კრამატორსკზე იყო მიმართული. გენშტაბის ცნობითვე, უკრაინის სახმელეთო და საჰაერო ძალები მტრის თავდასხმებს იგერიებენ და მისი იარაღისა და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის შეტევებს ახორციელებენ.