სალომე სამადაშვილი პრემიერს - სამჯერ უნდა დაიძახოთ Mea culpa, რაც ლათინურად ნიშნავს „დამნაშავე ვარ“ – დამნაშავე ხართ ბატონო პრემიერო, ქართველი ახალგაზრდების და უკრაინის წინაშე! - Palitra News

სალომე სამადაშვილი პრემიერს - სამჯერ უნდა დაიძახოთ Mea culpa, რაც ლათინურად ნიშნავს „დამნაშავე ვარ“ – დამნაშავე ხართ ბატონო პრემიერო, ქართველი ახალგაზრდების და უკრაინის წინაშე!

2023-03-24 19:53:21+04:00

საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. ჩხუბი პარლამენტის დერეფანში მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომათა დარბაზში პრემიერმა გუბაზ სანიკიძეს ფულზე გაყიდული უწოდა, საპასუხოდ კი გინება მიიღო. პალიტრანიუსის კამერის მიერ დაფიქსირებულ კადრებში ჩანს რომ ფიზიკური დაპირისპირების ეპიზოდში გუბაზ სანიკეძესთან ერთად ქართული ოცნების დეპუტატებიც ფიგურირებდნენ. რა ხდებოდა დღეს მთელი დღის განმავლობაში პარლამენტში და რა განცხადებები გაკეთდა.