ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ორსულადაა და ბერლინში გამართულ კონცერტზე გადაღებულ ფოტო/ვიდეო კადრებს გამომწერებს სოციალურ ქსელში უზიარებს.
ხატია დახვეწილ შავ კაბაში შესანიშნავად გამოიყურება და როგორც ყოველთვის მსმენელის ოვაციებს იმსახურებს.
„დიდი მადლობა ბერლინს, ამ თვეში ორი შესანიშნავი და დაუვიწყარი შეხვედრა შედგა. საოცარი ქალაქია და ყოველ ჯერზე უკან დაბრუნება მსურს”, – წერს ხატია ბუნიათიშვილი.
„საოცარი და უნიჭიერესი ხატია”…„უბრალოდ ულამაზესი”, – ვკითხულობთ კომენტარებში.