"საქაერონავიგაცია" ადასტურებს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე მცდელობაზე დაეშვა, თუმცა უარყოფს გერმანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, „თითქოს გერმანელი დიპლომატის ბორტს პრობლემა დასაფრენ ბილიკზე მდგომი სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა“.
„საქაერონავიგაციის“ განმარტებით, დასაფრენი ბილიკი იყო სრულად თავისუფალი და მეორე მცდელობაზე დაშვება პილოტის გადაწყვეტილება იყო.