ევროპული ფეხბურთი მმართველმა ორგანომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, უეფას სადისციპლინო რეგლამენტის შესაბამისად, დაინიშნენ ინსპექტორები, რომლებიც „ბარსელონას“ მხრიდან სამართლებრივი ნორმების შესაძლო დარღვევას შეისწავლიან. საუბარი კი ეხება ე.წ. “ნეგრეირას საქმეს”, რომელიც ლა ლიგის მსაჯთა კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტია. როგორც ცნობილი ხდება, მას 2001-2018 წლებში ბარსელონას მხრიდან 7.3 მილიონი ევრო აქვს მიღებული. განსაკუთრებით დიდი თანხები ფიგურირებს 2016-18 წლებში, რაც საინტერესო სტატისტიკას ემთხვევა: დაახლოებით 2 წლის განმავლობაში, ბარსელონას კარში პენალტი ერთადერთხელ დაინიშნა, კლუბმა კი 3 შესაძლებლობიდან 2 ჩემპინობა გაიფორმა, ხოლო ესპანეთის თასი ზედიზედ 3-ჯერ მოიგო.
აღსანიშნავია, რომ ბარსელონამ და ნეგრეირამ ბიზნეს-კავშირი აღიარეს, მაგრამ კორუფციულ გარიგებას უარყოფენ. ნეგრეირას თქმით, მისი ფირმა კატალონიური გრანდისგან ფულს მხოლოდ ზეპირი რჩევებისთვის იღებდა თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ფეხბურთელები ამა თუ იმ არბიტრთან.
თუკი ბარსელონას დანაშაული დაუმტკიცდა, არ არის გამორიცხული, რომ უეფამ კატალონიური კლუბი ევროტურნირებს 1 წლით ჩამოაშოროს.