იტალიელის ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნმა იულიან ნაგელსმანი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. მიუხედვად იმისა, რომ ბაიერნი სამი ტურნირის მოსაგებად იბრძვის, კლუბის ხელმძღვანელებს ბოლო პერიოდში დაფიქსირებული შედეგები არ მოეწონათ და მიზეზიც სწორედ ეს არის.
ბაიერნმა ბუნდესლიგაში ბოლო მატჩი ლევერკუზენთან დათმო, ხოლო ბოლო 5 ტურში 2-ჯერ დამარცხდა, რაც იშვიათი ამბავია. ნაგელსმანი ბაიერნში 2021 წელს დაინიშნა და გუნდთან ერთად სამი ტიტული მოიგო: ბუნდესლიგა და სუპერთასი (2-ჯერ).
იულიანის შემცვლელი თომას ტუხელი იქნება. გერმანელი მწვრთნელი ლონდონის ჩელსიდან 2022 წელს გაათავისუფლეს და ამ დრომდე უსამსახუროდ იყო. რომანო წერს, რომ ტუხელი ბაიერნის შეთავაზებას უკვე დათანხმდა და კლუბის გაწვრთნას სანაკრებო პაუზის შემდეგ დაიწყებს. ბაიერნი ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას დილით გაავრცელებს.