ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონის რეგიონს ეწვია. უკრაინის პრეზიდენტი, ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ მტრის აგრესიაზე, უკრაინულ თავდაცვას მკაფიო პასუხი აქვს. თავდაცვის ძალები, ზელენსკის თქმით, საკუთარი ქმედებებით ოკუპანტს უცხადებენ, რომ უკრაინის თავისუფლებასა და სუვერენიტეტს არ დათმობენ.
ზელენსკის განცხადებითვე, უკრაინა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას და მძლავრ ნაბიჯებს აფასებს, თუმცა ომში გამარჯვებისათვის დამატებითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.