ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ქალაქი ნოვა-კახოვკა დატოვეს. უკრაინის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ქალაქი რუსული ძალების ყველა ქვედანაყოფმა დატოვა, რომელიც ხერსონის ოლქის ნოვა-კახოვკას დასახლებულ პუნქტში იყო განლაგებული.
გენშტაბის ინფორმაციითვე, ნოვა-კახოვკაში განლაგებული რუსი ოკუპანტები ადგილობრივი მოსახლეობის გაძარცვით იყვნენ დაკავებულები და მათ სამოქალაქო მოსახლეობისგან დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო და ელექტრონული ტექნიკის, ძვირფასეულობების, ტანსაცმლისა და მობილური ტელეფონების “კონფისკაცია” მოახდინეს.