„შენ არ იცი, რა გამოვიარე... არ მინდა სამედიცინო ისტორია გამოვაქვეყნო, არ გაძლევთ უფლებას“ - პრიანკა ჩოპრა შვილზე - Palitra News

„შენ არ იცი, რა გამოვიარე... არ მინდა სამედიცინო ისტორია გამოვაქვეყნო, არ გაძლევთ უფლებას“ - პრიანკა ჩოპრა შვილზე

2023-03-24 07:21:19+04:00

პრიანკა ჩოპრა ბრიტანული Vogue-ის თებერვლის ნომერში მოხვდა. ერთ-ერთ კადრში მსახიობი ქალიშვილთან, მელტი მერისთან ერთად გამოჩნდა. ჟურნალისტებთან საუბარში ვარსკვლავმა გულახდილად პირველად ისაუბრა ბავშვზე. გოგონა სუროგატი დედის დახმარებით დაიბადა (28 კვირაში გააჩინა).

„საოპერაციოში ვიყავი, როცა ის გამოვიდა. ის ისეთი პატარა იყო, ჩემს ხელზე პატარა“, - აღიარებს პრიანკა ახალ ინტერვიუში. „მე დავინახე, რას აკეთებენ ექიმები ინტენსიურ თერაპიაში. ისინი ღვთის საქმეს აკეთებენ. მე და ნიკი იქ ვიდექით, როდესაც მათ მისი ინტუბაცია მოახდინეს. არ ვიცი, როგორ იპოვეს ის, რაც სჭირდებოდათ (მის პაწაწინა სხეულში) მისი ინტუბაციისთვის“.

„ჩვენ მასთან ყოველ დღეს ვატარებდით. არ ვიცოდი, გადარჩებოდა თუ არა“,- ამბობს პრიანკა ჩოპრა.

მან ასევე უპასუხა მათ, ვინც აკრიტიკებდა მის გადაწყვეტილებას სუროგატი დედისგან ბავშვის გაჩენის გამო.

”თქვენ მე არ მიცნობთ”, - თქვა მან. „შენ არ იცი, რა გამოვიარე. და ის, რომ არ მინდა გამოვაქვეყნო ჩემი სამედიცინო ისტორია ან ჩემი ქალიშვილის სამედიცინო ისტორია, არ გაძლევთ უფლებას, გამოიგონოთ მიზეზები, ”- ახსნა მსახიობმა.